03:20 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-18 17:01:54, 1155 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიამ მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო

დედაქალაქის მერიამ მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო.  

კახა კალაძის თქმით,  სამუშაოების  დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს  იგეგმება.    

„დღეს დავიწყეთ მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია-განახლება. მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, რადგან ხიდი ცუდ მდგომარეობაშია. პროექტის ფარგლებში, განახლდება სავალი გზა, საძირკველი რეაბილიტირდება, განათების სისტემა და ტროტუარი მოწესრიგდება. სამუშაოები, დაახლოებით, ზაფხულის ბოლოს დასრულდება. გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს ცენტრალური გზის გადაკეტვა, მაგრამ შევეცდებით, ღამის საათებში ვიმუშაოთ და დღის განმავლობაში სანაპიროზე მოძრაობა თავისუფლად იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, დღესვე, მეტეხის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „ბესკო“ შეასრულებს.

მეტეხის ხიდზე ასევე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და თბილისის საკრებულოს წევრები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics