|
2022-04-18 13:47:54, 994 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს გუნდი „ძლიერთა თამაშებში“ წარმატებით ასპარეზობს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი ჰააგაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ წარმატებით ასპარეზობს. ქართველმა სამხედროებმა რამდენიმე მედალი უკვე მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჰააგაში საქართველოს თავდაცვის მინისტრიც იმყოფება, რომელიც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს გულშემატკივრობს. ალექსი ბერუაშვილმა 1500 მ სირბილში პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ლენდროვერ ჩელენჯში კი, მურთაზ ოსეფაიშვილი და ონისე ჯუღელი მესამე ადგილზე გავიდნენ და ბრინჯაოს მედლები მიიღეს. „თამაშების პარალელურად, ჯუანშერ ბურჭულაძე გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგს (პრინცი ჰარი) შეხვდა და სამომავლოდ ტურნირის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა განიხილა. ჰერცოგი ჰარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდის წევრებს გაესაუბრა და მათი აზრი მოისმინა, თუ რა გავლენას ახდენს „ძლიერთა თამაშები“ დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის პროცესსა და მათ მოტივაციაზე. „ძლიერთა თამაშები“ გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის (პრინცი ჰარის) პატრონაჟით 2014 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. 16-აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მონაწილეობის მისაღებად ჰააგაში მსოფლიოს 20 ქვეყნის 500 დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. თავდაცვის სამინისტროს გუნდი მონაწილეობს სპორტის სხვადასხვა სახეობაში : მჯდომარე ფრენბურთი, მშვილდოსნობა, ცურვა, ძალოსნობა, მძლეოსნობა, პარაკალათბურთი, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე და ლენდ როვერის შეჯიბრი. სამხედრო მოსამსახურეებმა მომზადება გაიარეს წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში, თბილისის პარაგანვითარების ცენტრში, უწყების სპორტულ და სატრენაჟორო დარბაზებში. თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულთაგუნდმა სპორტულ ასპარეზობებში ოთხჯერ მიიღო მონაწილეობა და დიდ წარმატებებს მიაღწია. 2014 წელს, ლონდონში, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ შეყელაშვილმა მშვილდოსნობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2016 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ორლანდოში, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში (სირბილი), უმცროსმა სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა აიღო ვერცხლის მედალი, ხოლო მჯდომარე ფრენბურთის გუნდი მესამე ადგილზე გავიდა. 2017 და 2018 წლებში, კანადასა და ავსტრალიაში, მჯდომარე ფრენბურთის გუნდმა ოქროს მედლები მიიღო.“
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)