02:15 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-15 17:26:30, 674 ნახვა

საზოგადოება
ისნის რაიონში ორი საბავშვო ბაღი შენდება

ისნის რაიონს ორი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. ავლაბარში, საინგილოს ქუჩაზე 8-ჯგუფიანი ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულებულია, მოწყობილია შიდა და გარე ინფრასტრუქტურა. საბავშვო ბაღი 250 აღსაზრდელზეა გათვლილი და ის ფუნქციონირებას მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყებს.

დასრულებული მშენებლობა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ რაიონის გამგებელ ნიკა ელისაშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა.

„ყველა ახალი საბავშვო ბაღი, რომელსაც ვაშენებთ, თანამედროვე სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია -  შენობები იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის, ბაღები აღიჭურვება სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, შშმ პირთა და ტექნიკური ლიფტებით. თითოეულ ბაღში ვქმნით ყველა პირობას, რომ სკოლამდელი განათლების სერვისები მოქალაქეებს მიეწოდოთ კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

კიდევ ერთი ბაღი შენდება ვაზისუბნის დასახლებაში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე, სადაც ცხრა სააღმზრდელო ჯგუფი განთავსდება და 60-მდე ადამიანი დასაქმდება. აღნიშნულ უბანში დასახლება დღითიდღე ფართოვდება და მოთხოვნა სკოლამდელი განათლების სერვისებზეც მუდმივად მზარდია.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, კურაპალატის ქუჩაზე ახალი ბაღის ექსპლუატაციაში მიღება 2023 წელს იგეგმება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics