2022-04-15 16:45:45, 1540 ნახვა
სამართალი
სუს-მა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შესაძლო პროვოკაციების მოწყობის ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.
როგორც საქართველოს „პირველ არხს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, გამოძიება 325-ე მუხლის 1-ელი ნაწილით არის დაწყებული, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს.
„ინფორმაცია უწყების მიერ დაუყოვნებლივ ეცნობა უკრაინელ კოლეგებს“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხიების სამსახურში.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეული პროვოკაციების დაგეგმვის მიზნით არის მობილიზებული და სწორედ ამის გამო თქვეს უარი უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად ვიზიტზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,