|
2022-04-15 10:44:56, 1039 ნახვა
საზოგადოება
„მასტერ ლიგის“ ტურნირის პირველ მატჩი თბილისის მერიის გუნდის გამარჯვებით დასრულდა
თბილისის მერიის მიერ ახლად აშენებულ საფეხბურთო მოედანზე დღეს „მასტერ ლიგის“ ტურნირი დაიწყო, რომელიც თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდებს შორის მატჩით გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაში საქართველოში მყოფი უკრაინელი ბავშვები მონაწილეობდნენ. მატჩი, რომელშიც დედაქალაქის მერი კახა კალაძეც მონაწილეობდა, თბილისის მერიის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. „დღეს დაიწყო ძალიან კარგი ტურნირი - „მასტერ ლიგა“, რომელიც თბილისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება. მე თვითონ ვმონაწილეობ ამ ტურნირში და მიხარია, რომ ბევრი ახალგაზრდაა ჩართული. თუ გადავხედავთ გასული წლების სტატისტიკას, მაგალითად, წინა წელთან შედარებით, 35 პროცენტითაა გაზრდილი მონაწილეთა რაოდენობა, რაც ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და ასეთი პროექტები, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას. პირადად ვარ ჩართული, ვმონაწილეობ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად და მინდა, ყველა მონაწილეს წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ. მასტერ ლიგა, უკვე მეოთხე წელია, თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. აღსანიშნავია, რომ წელს, მონაწილეთა რაოდენობამ, ჯამში, 74 გუნდი შეადგინა. აღნიშნული გუნდები სამ ლიგაში იქნებიან გადანაწილებული (MASTER LEAGUE, MASTER LEAGUE-II და MASTER LEAGUE-III). რაც შეეხება საფეხბურთო მოედანს, მისი მშენებლობა გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო „მზიურისა“ და ვაკე- საბურთალოს პოლიციის N1 განყოფილების მიმდებარედ არსებული ძველი მოედნის ადგილას. მოედანზე მოეწყო FIFA-ს სტანდარტის ხელოვნური საფარი, რომელიც ხარისხის შესანარჩუნებლად პერიოდულად დაივარცხნება. გარდა ამისა, 208 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია; მოეწყო ხის კოტეჯი, სადაც განთავსდა გასახდელები და სველი წერტილები; დამონტაჟდა გარე განათება და მოედნის გარშემო დაიგო ქვაფენილი. პროექტის საერთო ბიუჯეტმა 1 184 530 ლარი შეადგინა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)