|
2015-02-04 16:35:28, 710 ნახვა
საზოგადოება
7-8 თებერვალს ჟურნალისტებს შორის ფესტივალის „ნიამორის“ რიგით მე-10 ტურნირი გაიმართება
გუდაურში, 7-8 თებერვალს, სამთო-სათხილამურო სპორტში, ჟურნალისტებს შორის ფესტივალის „ნიამორის“ რიგით მე-10 ტურნირი გაიმართება. ღონისძიებას ტრადიციულად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყევლასათვის“, მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან და „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად ატარებს. შეჯიბრში ტრადიციულად საქართველოში აკრედიტებული მედია-საშულებების გუნდები მონაწილეობენ. ასპარეზობა, რომელიც როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის საუკეთესო ჟურნალისტ მოთხილამურეებს გამოავლენს, რიგით მე-10 პირველობის საუკეთესო მედია გუნდსაც დაასახელებს. 2015 წლის საუკეთესო მედია გუნდს გარდამავალი თასი (ეს თასი 8-ჯერ გათამაშდა) გადაეცემა, რომელიც ამ ეტაპზე გასული წლის საუკეთესო გუნდის GDS-ის ოფისში ინახება. მანამდე, გარდამავალ თასს 3-ჯერ „ტელე-იმედი“, ორ-ორჯერ კი „რუსთავი 2“ და „ნიამორი“ ფლობდნენ. წლევანდელ მედია-პირველობაზე მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს: ტელე-იმედის, რუსთავი 2-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, GDS-ის, რადიო იმედის, რადიო ფორტუნას, ჯაკოს, პალიტრა ტვ-ს, მედია ნაკრებმა და ნიამორის გუნდებმა, რომლებიც სხვადასხვა მედია-საშუალებებში მომუშავე ჟურნალისტებითაა დაკომპლეტქებული. შეჯიბრის მსვლელობისას სახელობით პრიზებს რჩეულ გუნდებს გადასცემენ მთის კურორტების განვითარების კომპანია, ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ და „ვისოლ ჯგუფი“. მეორე წლის გუდაურში გამართულ მედია-ტურნირზე რჩეულებს გუდაურის დამაარსებლის სოლიკო ხაბეიშვილის თასი და „ნიამორის“ მედია-შეჯიბრების ყველაზე ტუტულოვანი მონაწილის „წირას“ სახელობითი თასიც გადაეცემათ. ტურნირზე ასევე ტრადიციულად გამოვლინდებიან ბოლო ადგილზე გასული მოთხილამურე ჟურნალისტები, რომლებსაც სიმბოლური პრიზები „ჩაიდნები“ გადაეცემათ. 2015 წლის მედია-ტურნირის თანაორგანიზატორები არიან: „ვისოლი“, „სმარტი“, „ვენდი“ „დანქინ დონატსი“. საინფორმაციო მხარდამჭერია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ და ფორტუნა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)