|
2022-04-13 17:46:34, 1580 ნახვა
საზოგადოება
გამარტივებული საქმისწარმოების ელექტრონული პორტალი დღეიდან ამოქმედდა
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამარტივებული საქმისწარმოების ელექტრონული პორტალი app.nbe.gov.ge შექმნა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პორტალზე მომხმარებლებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად მიადევნონ თვალყური მათი საქმის მიმდინარეობას, საქმისმწარმოებლის მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და წარმოების ეტაპებს. მათივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში პორტალი მეტად განვითარდება და მოქალაქეებს სერვისზე მოთხოვნის/აპლიკაციის დარეგისტრირებაც ელექტრონულად შეეძლებათ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძემ პორტალის პრეზენტაცია დღეს გამართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და ფინანსური ინსტიტუტების, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღსრულების ეროვნული ბიურო საქმიანობაში ციფრული მმართველობის დანერგვის მხრივ, ერთ-ერთი მოწინავე უწყებაა, რაც თავის მხრივ სამინისტროს მიერ გაცხადებულ 10 წლიან სტრატეგიასთან არის თანხვედრაში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ბიურომ საქმიანობაში ციფრული მმართველობის დანერგვის მიზნით, არაერთი პროექტი განახორციელა, მათ შორის, დაინერგა ციფრული არქივი, მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოების ე.წ. ელექტრონული თანაშემწის შექმნა. ამავდროულად, ბიურო აგრძელებს, როგორც სამართლებრივ რეფორმებს, ასევე არსებული ელექტრონული სერვისების განვითარებასა და ახალი სერვისების დანერგვას.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)