|
2022-04-13 16:29:45, 821 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძემ სტუდენტებს აჭარის მთავრობის გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც 1000-ზე მეტი სტუდენტის სწავლის დაფინანსებას გულისხმობს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სტუდენტებს შეხვდა და მათ აჭარის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ესაუბრა, რაც 1000-ზე მეტი სტუდენტისთვის სწავლის საფასურის დაფინანსებას გულისხმობს. პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენების შემცირების უზრუნველსაყოფად, აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 1000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება. სტუდენტებს, რომელთაც მოცემული მომენტისთვის აქვთ დავალიანება და მათი სოციალური ქულა 150 000-მდეა, გადასახადი დაუფინანსდებათ. ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი გამოიყოფა. აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, სტუდენტთა დახმარების არა ერთ პროგრამას ახორციელებს. აჭარაში მოქმედებს სტუდენტთა დახმარების და სტუდენტთან საზღვარგარეთ სწავლის პროგრამები. სტუდენტთან დახმარების პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია. 2022 წელს პროგრამის ბიუჯეტი 1,5 მლნ ლარს შეადგენს. სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2012 წლიდან ხორციელდება, სწავლა უფინანსდებათ სხვადასხვა სტატუსის მქონდე სტუდენტებს. 2022 წელს, სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით აჭარაში 3 მილიონი ლარია გამოყოფილი. შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)