|
2022-04-07 10:58:44, 1051 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა - დაინფიცირდა 324 პირი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 625 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 420 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 205 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 324 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 650 708-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.32% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.9%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 721 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 629 987-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 765 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 324 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 165 შემთხვევა, აჭარა - 11, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 26, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 19, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი -5, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 930 საიდანაც, 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 230, აჭარაში - 23, იმერეთში - 81. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 116 პირი, მათ შორის, თბილისში - 72, აჭარაში - 18, იმერეთში - 10. 3 504 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)