|
2022-04-05 13:19:04, 572 ნახვა
საზოგადოება
რაჭა-ლეჩხუმის მცირე მარნების წარმომადგენლებს პროფესიული სასწავლო კურსი ჩაუტარდათ
რაჭა-ლეჩხუმის მცირე მარნების წარმომადგენლებს პროფესიული სასწავლო კურსი ჩაუტარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ერთკვირიანი პროფესიული სასწავლო კურსი თბილისში გაიმართა. მონაწილეებმა სხვადასხვა ტექნიკურ და საკანონმდებლო საკითხზე, მათ შორის - ეტიკეტირებაზე, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების რეგულაციებზე, სერტიფიცირებაზე, ინსპექტირებაზე, საბაჟო პროცედურებზე, ღვინის დეგუსტაციის საფუძვლებზე, საერთაშორისო შეფასების სისტემებზე WSET/OIV, მარკეტინგული ინსტრუმენტებსა და სხვაზე, ინფორმაცია დარგის სპეციალისტებისგან მიიღეს. „აღნიშნულ საკითხების საფუძვლიანი ცოდნა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მცირე მარნების ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის. პროფესიული სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ მეტრეველმა გადასცა. პროფესიული სასწავლო კურსი შპს „ღვინის ლაბორატორიისა“ და შპს „ჯი ეს სერვის გრუპის“ ორგანიზებითა და ჩართულობით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი იგეგმება, რომლის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმის ღვინის საწარმოებისა და მცირე მარნების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროდუქცია შესთავაზონ ფესტივალზე მოწვეულ ევროპელ იმპორტიორებსა და ქართველ ექსპორტიორებს, რომლებიც რეგიონის ღვინის პოპულარიზაციით არიან დაინტერესებულნი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)