|
2015-02-04 16:05:54, 632 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე კონკურსის ”მე–ომბუდსმენი 2014” ფინალისტების დაჯილდოებას დაესწრო
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების კოორდინატორმა საქართველოში ევა პასტრანამ კონკურსის „მე-ომბუდსმენი 2014“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. 2014 წელს ინოვაციური, ვებ-ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კონკურსი „მე–ომბუდსმენი“ მეხუთედ გაიმართა და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 500–მდე გუნდმა (1500 მოსწავლე) მიიღო მონაწილეობა. ფინალური რაუნდის ნაშრომები 3 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა. არჩილ თალაკვაძე ღონისძიებაზე მიწვეული იყო როგორც სახალხო დამცველის ყოფილი მრჩეველი, რომელმაც წლების წინ კონკურსის „მე ომბუდსმენი“-ს იდეა და პროექტი შეიმუშავა და ევროკავშირის მხარდაჭერით დააფუძნა. პირველ ადგილზე გასულმა მოსწავლეებმა საჩუქრად მიიღეს ლეპტოპები (hp), მეორე ადგილზე გასულებმა პლანშეტური კომპიუტერები (iPad Air) და მესამე ადგილზე გასულებმა მინი პლანშეტური კომპიუტერები (iPad mini). ფინალში მონაწილე ყველა მოსწავლემ კი სამახსოვროდ სერტიფიკატები და საკანცელარიო ნივთებით სავსე ზურგჩანთები მიიღეს. კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ დაფინანსებით გაიმართა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)