21:15 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 13:34:10, 469 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო

ოთარ შამუგიამ, სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ქ. ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო.

,,საქართველოს მოსახლეობას მინდა მივულოცო ეს ისტორიული დღე. 31 წლის წინ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ამავდროულად, დღეს არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენ პატივს მივაგებთ მის ხსოვნას", - განაცხადა ოთარ შამუგიამ. 

საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას დღეს 83 წელი შეუსრულდებოდა.
დღესვე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics