|
2022-03-29 17:05:08, 673 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში ნაპირდაცვითი პროექტის განხორციელდება დაიწყო
თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხომაზე მთავრობის თავმჯდომარემ დააანონსა ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი პროექტები. ბათუმისთვის მნიშვნელოვანია ნაპირდაცვითი ღონისიებების დროული და ეფექტიანი გატარება. ამ მიმართულებით დაწყებულია ნაპირდაცვითი ღონისძიებებების პროექტირება და შესაბამისი ექსპერტების ჩართულებითა და რეკომენდაციებით განხორციელდება ნაპირის დაცვისა და კვების ღონისძიებები. აღნიშნული ღონისძიების დროული გატარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის სამმართველოს დაევალა. „გადავწყვიტეთ, რომ ძალიან სიღრმისეულად მოხდება ამ პროექტის დაგეგმარება, ჩართულია შესაბამისი გარემოსდაცვითი და საინჟინრო ექსპერტები და ძალიან მალე დავიწყებთ ნაპირდაცვითი ღონისძიებების გატარებას, რაც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან იქნება დაფინანსებული. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების დროს, აქ არ განხორციელებულა სიღრმისეული კვლევები. არცერთი გარემოსდაცვითი კვლევა არ იყო ჩატარებული. დღეს ჩვენ გვიწევს არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ლოკაციაზე, არამედ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთანაც გაფუჭებული საქმეების კეთება." - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
აჭარაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში. საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობით ბათუმში წყლის პროექტის მეხუთე ფაზის განხორციელება იწყება. მეხუთე ფაზის ფარგლებში ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, ჩაქვის, ინდუსტრიული ზონის, ხელვაჩაურის, მეჯინისწყლის ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სისტემა მოეწყობა. ცეცხლაურში, ნარჩენების მართვის თანამედროვე ობიექტის ტექნიკური აღჭურვის და ბათუმის არასტანდარტული ნაგავსაყრელის დახურვის მიზნით მიღწეული იქნა შეთანხმება EBRD-თან, რომელიც ამ მიმართულებით გამოყოფს ფინანსურ რესურსს. ბათუმში იწყება ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია, რომელსაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)