20:19 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-25 13:28:47, 792 ნახვა

საზოგადოება
ველური ბუნების სააგენტომ კრწანისის ტყეპარკში ჭალის ტყის აღდგენა დაიწყო

ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტებმა კრწანისის ტყეპარკში ჭალის ტყისთვის დამახასიათებელი წითელი ნუსხის სახეობების მცენარეები - ჭალის მუხა, თელა, ძელქვა, ბალამწარა და ტყის წაბლი დარგეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყეპარკის განახლებასა და აღდგენაზე აქტიურად მუშაობს. სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს არსებული უნიკალური ფლორისა და ფაუნის შენარჩუნების ღონისძიებები და წითელი ნუსხის სახეობის მცენარეების გაშენება. 

კრწანისის ტყეპარკისთვის ველური ბუნების სააგენტოს მიერ შეიმუშავებულია გასარწყავიანებისა და ტბების აღდგენის გეგმა. ტყეპარკში უკვე განხორციელდა გასარწყავიანების პირველი ეტაპი:  აშენდა საშუალო სიმძლავრის სატუმბი სადგური მდინარე მტკვარზე  და გრუნტის წყლების ჭაბურღილი, ასევე 100 კვტ-იანი მზის ელექტროსადგური, რომლის გამომუშავებულმა ენერგიამ დააბალანსა სატუმბების ხარჯი. ტყეპარკის ჭალებში სარწყავი  არხების აღდგენის მიზნით, ველური ბუნების სააგენტო კრწანისის მზის სადგურისა და სარწყავი სატუმბი სადგურების სიმძლავრის გაზრდას გეგმავს. ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების  შედეგად, კრწანისის ტყეპარკი მნიშვნელოვანი დატვირთვის რეკრეაციული სივრცე გახდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics