19:09 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-24 12:16:32, 1072 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ გიორგი სურმანიძეს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ გიორგი სურმანიძეს შეხვდა.

მინისტრებმა შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებზე და დარგის მხარდამჭერ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო აგრარული დარგის მიმართულებით ახორციელებს იმ საჭიროებებზეა მორგებული, რომელიც მეწარმეებს და ფერმერებს აქვთ და გათვლილია ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობაზე.

 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ყოველთვის მჭიდრო კოორდინაციაში ვმუშაობთ. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფოს მხარდაჭერა მაქსიმალურად ეფექტიანად იყოს გამოყენებული ფერმერებისა და მეწარმეების მიერ. ყველა წარმატებული პროექტის შედეგი არის ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა  და ქვეყნის ძლიერი ეკონომიკა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. 

სამუშაო შეხვედრაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჩატარებული ციტრუსის რთველის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მანდარინის დაბინავების და რეალიზაციის პროცესი ორგანიზებულად ჩატარდა.

„შეხვედრაზე აჭარის რეგიონში აგრარული დარგის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრეთ, მათ შორის, მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ვითარებაზე. რაც  ძალიან მნიშვნელოვანია, ქართული ციტრუსის ექსპორტის კუთხით ბაზრების დივერსიფიკაციაზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა გიორგი სურმანიძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics