|
2022-03-24 10:54:39, 711 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი - სამინისტრო ყურადღებით დააკვირდება „რუსთავის აზოტის“ მხრიდან გარემოსდაცვითი ვალდებულებების დადგენილ ვადებში შესრულების პროცესს
ქალაქ რუსთავში მოქმედი საწარმოების მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ნინო ლაცაბიძე და ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ლევან ვეფხვაძე „რუსთავის აზოტში“ საწარმოო პროცესს გაეცნენ. „ვაგრძელებთ ქალაქ რუსთავში მსხვილი საწარმოების მონიტორინგს. ადგილზე ვნახეთ „რუსთავის აზოტში“ მიმდინარე პროცესები და გავეცანით იმ პროგრესს, რაც საწარმოს აქვს გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების ნაწილში. „რუსთავის აზოტი“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა რამდენიმეჯერ შეამოწმა. იდენტიფიცირდა აქ არსებული ყველა გარემოსდაცვითი პრობლემა და საწარმოს, გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესასრულებლად, გონივრული ვადები განესაზღვრა. კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ, რომ დაახლოებით აპრილის ბოლოს, საწარმოს ექნება თვითმონიტორინგის სისტემა. არსებულ საამქროებში ფუნქციონირებს ფილტრების სისტემა და აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სხვა ვალდებულებების შესასრულებლად, იქნება ეს ნარჩენების მართვა, წყლის დაბინძურებისგან დაცვა თუ ზოგადად, საწარმოს ტერიტორიის სათანადოდ მოწესრიგება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყურადღებით დააკვირდება „რუსთავის აზოტის“ მხრიდან ვალდებულებების შესრულების პროცესს. აქტიურ მონიტორინგს გავაგრძელებთ, რათა საწარმომ დადგენილ ვადებში მიაღწიოს გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებისა თუ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით დასახულ მიზნებს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, კომპანიამ ბოლო წლების განმავლობაში, გარემოს დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, თუმცა კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა, ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ რუსთაველებისთვის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია; ქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება გარემოსდაცვითი მიმართულება. „რუსთავის აზოტის“ დირექტორის პირველმა მოადგილემ, ლევან ბურდილაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. მსხვილი საწარმოების მონიტორინგის კამპანიის მიზანია, საწარმოებმა რაც შეიძლება მოკლე დროში მოახდინონ ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებების ეფექტიანი შესრულება.
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)