19:10 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-21 14:22:30, 982 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია - GORBI - ს კვლევებმა დაადასტურა, რომ პოლიტიკა და გადაწყვეტილებები, რაც პრემიერმა მიიღო მხარდაჭერილია მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მიერ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ, დღეის მდგომარეობით, საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები აქვს.

„შემოგვაქვს გარკვეული პროდუქცია - ხორბალი, ფქვილი და ა.შ., ეს არის რეალობა; გარკვეული პროდუქცია შემოდის, გარკვეული პროდუქცია გადის.  ჩვენ სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, თუმცა, მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად ავიცილო თავიდან მათთვის ზიანის მიყენება. შესაბამისმა  კვლევებმაც დაადასტურა, რომ ეს პოლიტიკა და გადაწყვეტილებები, რაც  პრემიერ-მინისტრმა მიიღო ამ საკითხთან დაკავშირებით მხარდაჭერილია მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მიერ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.   

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის „GORBI“  მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის გამოკითხულთა  64,5% სწორ ნაბიჯად მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics