|
2022-03-21 14:09:45, 506 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ „ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესის შესახებ“ დადგენილება დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ „ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესის შესახებ“ დადგენილება დაამტკიცა. აღნიშნული დადგენილება „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის მიხედვით დამტკიცდა. ქარსაფარი ზოლის აღდგენა და გაშენება სამეურნეო ღონისძიებათა ერთობლიობას წარმოადგენს და მიზნად ისახავს ქარსაფარი ზოლების ფუნქციური დანიშნულების შესრულებისა და სრულყოფა-გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად ამორტიზებული ქარსაფარი ზოლების აღდგენას ან/და ახალი ქარსაფარი ზოლების გაშენებას. ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება განხორციელდება გეგმის საფუძველზე, რომელსაც ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის ან/და სპეციალური მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაამტკიცებს. ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული იქნება კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი ქარების სიძლიერე, მათ მიმართ მდგრადი ხეების სახეობები, გაშენების მეთოდები და სხვა ღონისძიებები. აღნიშნული წესები ასევე არეგულირებს ქარსაფარი ზოლის მოვლისა და დაცვის ღონისძიებებს. დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების ერთობლიობა ხელს შეუწყობს ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვას და მისი ნაყოფიერების შენარჩუნებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფას.
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)