|
2022-03-20 11:15:42, 928 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - წყნეთი-კიკეთის საავტომობილო გზა დროებით დავკეტეთ, რომ ტექნიკამ შეუფერხებლად იმუშაოს და გზები გაიწმინდოს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებული, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი. ამის შესახებ მან წყნეთში გზის გაწმენდის სამუშაოების მიმდინარეობისას ისაუბრა. “წყნეთში გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. უხვი ნალექის გამო, მთელი ღამის განმავლობაში „თბილსერვის ჯგუფი“ არ გაჩერებულა. საკმაოდ დიდი თოვლი მოვიდა წყნეთში, კოჯორში, ტაბახმელაში, კიკეთში. წყნეთიდან კიკეთის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით გადავკეტეთ, რომ ტექნიკას მუშაობაში ხელი არ შეეშალოს, ყველაფერი გაიწმინდოს და ტექნიკური მარილი თავისუფლად დაიყაროს. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მხოლოდ ზედა წყნეთის ჩათვლით მოძრაობს. რადგან ზედა წყნეთის შემდეგ უკვე დიდი თოვლი და ქარბუქია. გუშინ საღამოს რომ დაიწყო თოვა, მთელი ღამე და დღესაც არ გაჩერებულა. 2006 წლიდან წყნეთში ვცხოვრობ და მსგავსი უხვი ნალექი არ მახსოვს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მერიის ყველა სამსახური მობილიზებულია და არამხოლოდ ცენტრალური, არამედ შიდა ქუჩები და პატარა ჩიხებიც თოვლისგან იწმინდება. მისივე თქმით, ეს პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. დედაქალაქის მერთან ერთად, წყნეთში გზის გაწმენდის სამუშაოებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანიც გაეცნო. როგორც მან განაცხადა, გარდა გზის გაწმენდის და ტექნიკური მარილის დაყრისა, ხდება თბილისის მერიის ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება და მოქალაქეების დახმარება. „უხვის ნალექის მოსვლისთანავე, ჩვენ მობილიზებული ვართ. გარდა ამისა, ჩვენ კონტრაქტორ კომპანიებს ვთხოვეთ ტექნიკით დახმარება და ქუჩებს მათთან ერთად ვწმენდთ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს კონტრაქტორებს. სანამ ქალაქში ნალექის პრობლემა იქნება, 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება შესაბამისი სამუშაოები. ასევე, მუდმივ მონიტორინგს ვუწევთ მერიის ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებს. ვინაიდან გარკვეულ ლოკაციებზე ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, მივდივართ ყველგან და ვეხმარებით მათ“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)