|
2022-03-18 14:14:33, 1196 ნახვა
საზოგადოება
შიმკენტი-ქუთაისი-შიმკენტის მიმართულებით პირდაპირი ფრენები განახლდება
19 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlysArystan-ი შიმკენტიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისების შესრულებას განაახლებს. - ამის შესახებ ინფრმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. შიმკენტი- მეოთხე მიმართულებაა, სადაც დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთში მოხვედრა ხვალიდან, კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათსა და შაბათს კვლავ იქნება შესაძლებელი. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, შიმკენტი-ქუთაისის მიმართულებით ფრენები ნოემბერში შეჩერდა და ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლოდან კვლავ აღდგება. რაც მიანიშნებს, რომ ავიაკომპანია FlysArystan-ი ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას აძლიერებს. FlyArystan-ი დღეისთვის ქუთაისის მიმართულებით ფრენებს ასრულებს ატირაუდან, აქტაუდან და დედაქალაქ ნურ-სულთანიდან. ჯამურად, ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამ ეტაპზე, ფრენები კვირაში 12 სიხშირით სრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთანების ინფორმაციით, ავიაკომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, შესაძლოა სიხშირეების რაოდენობა გაიზარდოს. ,,ცენტრალური აზია სრულიად ახალი მიმართლებაა ქუთაისის აეროპორტისთვის და ზოგადად, იმერეთის მხარისთვის. ავიაკომპანია FlyArystan-მა 2021 წელს დაიწყო ოპერირება დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში და დღემდე წარმატებით ოპერირებს. გასული წლის განმავლობაში ქუთაისიდან ყაზახეთის მიმართულებით და პირიქით, ავიაკომპანიამ 67,551 მგზავრი გადაიყვანა და 297 რეისი შეასრულა. FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა და AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ოპერირებას ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს.
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)