|
2022-03-11 15:45:17, 655 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში, 34 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსში, ადმინისტრაციული დაპირების მქონე იძულებით გადაადგილებულ 34 ოჯახს ბინები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული სააგენტო უწყება. გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. ღონისძიებას დევნილთა სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია დაესწრნენ. „სააგენტოს დირექტორის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი აქტიურად გრძელდება. ბოლო წლების განმავლობაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილების განსახლების მიზნით, მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა და ახალი საცხოვრებელი ფართი 1344 ოჯახს გადაეცა. 2022-2024 წლებში, ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, დამატებით, 1700 ბინა აშენდება. მომდევნო 3 წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალ საცხოვრებელს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)