|
2022-03-10 12:34:45, 587 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი თურქეთის ორ უმსხვილეს ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი, თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის ორ უმსხვილეს ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. ზურაბ აზარაშვილმა წამყვანი თურქული ფარმაცევტული საწარმოებიც დაათვალიერა და ინდუსტრიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის, GMP სტანდარტით წარმოებული მედიკამენტების იმპორტი უმნიშვნელოვანესია. მისივე განცხადებით საქართველოს მოსახლეობას უკვე შეუძლია, თურქეთიდან იმპორტირებული, ხარისხიანი მედიკამენტები, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინოს, აღნიშნული წამლების სია კი ეტაპობრივად გაიზრდება. დაიგეგმა ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში, სადაც მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის გაზრდის მიზნით, მხარდაჭერის მექანიზმებს განიხილავენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ აზარაშვილი თურქ კოლეგასაც შეხვდა. მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში არსებული ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ესტუმრება. ჯანდაცვის მინისტრთან ერთად თურქეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან: სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელი ნანა შაშიაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი ხათუნა ჩაჩავა და შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი ზურაბ დვალი.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)