|
2022-03-04 14:56:26, 528 ნახვა
საზოგადოება
„პორშე“ რუსეთის ბაზარს ტოვებს - კომპანია ოფიციალურ განცხდებას ავრცელებს
„The Volkswagen Group“, რომლის ერთ-ერთი ბრენდი პორშეა, შექმნილი სიტუაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. კომპანია იმედს იტოვებს, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა დიპლომატიურ ჩარჩოებს დაუბრუნდება და ეს საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მოხდება. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, პორშემ უკვე დატოვა რუსული ბაზარი. კომპანიამ ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. გადაწყვეტილება მყისიერად ამოქმედდა - პორშემ შეწყვიტა ავტომობილების ექსპორტი რუსეთში. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო. მშვიდობიან მოსახლეობას სასწრაფოდ სჭირდება მხარდაჭერა. მსხვილ კონტრიბუციას განვახორციელებთ უკრაინელების დასახმარებლად. ასევე, მხარს დავუჭერთ ორგანიზაციებს, რომლებიც უკრაინელ ხალხზე ზრუნავენ“, - ოლივერ ბლუმი, პორშეს აღმასრულებელი დირექტორი. რუსეთში პორშეს 26 ცენტრი 20 ქალაქშია წარმოდგენილი.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)