|
2022-03-03 13:12:11, 524 ნახვა
საზოგადოება
ბელიაშვილის N5-ში უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდება
თბილისში, ბელიაშვილის ქ. N5-ში ხვალიდან, უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა. როგორც მან თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება, როგორც ბიზნესის წარმომადგენლების, ასევე მოქალაქეების მხრიდან მოხდება. „მზად ვართ იმისთვის, რომ ორგანიზებულად შევაგროვოთ დახმარება, რომელიც უკრაინელ ხალხს ბიზნესისა და მოსახლეობის მხრიდან გაეწევა. გახსოვთ, რომ ჩვენ პანდემიის პერიოდში გვქონდა ლოგისტიკური ცენტრი ბელიაშვილის ქ. N5-ში, რომელიც ხვალიდან ამუშავდება და მიიღებს ტვირთებს, როგორც ბიზნესისგან, ასევე მოქალაქეებისგან“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. თბილისის მერის მოადგილემ მოქალაქეებს სთხოვა, ბელიაშვილის N5-ში არამალფუჭებადი პროდუქტები მიიტანონ. „ჩვენი თხოვნაა, რომ მაქსიმალურად იყოს არამალფუჭებადი პროდუქტი, იმიტომ, რომ ლოგისტიკურად ამ ეტაპზე, ძალიან რთულია ადრესატამდე მათი მიტანა, რომ არ გაფუჭდეს. ჩვენ ასევე, ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, უკრაინის საელჩოსთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტური ლოგისტიკური გზები გამოვნახოთ, რათა ეს დახმარება მივიდეს“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა. დედაქალაქის მერის კიდევ ერთი მოადგილე ანდრია ბასილაია მოქალაქეებს და ბიზნესსექტორს პროცესში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდებს, რათა უკრაინის სხვადასხვა ქალაქში ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნოს. „ჩვენ პირველივე დღეებიდან კომუნიკაციაში ვიყავით დამეგობრებულ და პარტნიორ ქალაქებთან. ესენია: ოდესა, კიევი და ხარკოვი. ხარკოვი და კიევი ის ქალაქებია, რომლებმაც ომის შედეგები მძიმედ იტვირთეს. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდეს. ამის რეალური საჭიროება არსებობს, რაც კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ჩაერთოს აღნიშნულ აქციაში. ეს ტვირთი გაეგზავნება უკრაინას და რა თქმა უნდა, ჩვენ პარტნიორ ქალაქებს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)