|
2022-03-01 20:05:43, 777 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები „თიბისი დაზღვევისგან“ ჯანმრთელობის დაზღვევას უსასყიდლოდ მიიღებენ
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, „თიბისი დაზღვევა“, კლინიკა “რეიმანთან” ერთად, მხარს უჭერს უკრაინელებს. უკრაინის ყველა მოქალაქე, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, უსასყიდლოდ მიიღებს ჯანმრთელობის დაზღვევას, ხოლო ამბულატორიულ მომსახურებას კლინიკა “რეიმანი” გაუწევს. სადაზღვევო პოლისი მოიცავს ყველა იმ დაფარვას, რომელსაც „თიბისი დაზღვევა“ საქართველოში მყოფ საერთაშორისო ტურისტებს სთავაზობს + სრული ამბოლატორიული მომსახურება კლინიკა “რეიმანისგან”: - სასწრაფო დახმარება - გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორია (მხოლოდ კლინიკა “რეიმანში”) - გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება - გადაუდებელი სტომატოლოგია - კოვიდ-19-თან დაკავშირებული მომსახურება. “უკრაინაში არსებული მდგომარეობის ფონზე, გადავწყვიტეთ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მათ და ჩვენი რესურსები მოვახმაროთ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს. ისინი უფასოდ მიიღებენ ჯანმრთელობის დაზღვევას, რაც გულისხმობს, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფარვას” , - „თიბისი დაზღვევა“. თუ ხარ უკრაინის მოქალაქე, გადადი ბმულზე და მიიღე დაზღვევა: https://www.products.tbcinsurance.ge/forukrainians
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)