|
2022-02-25 15:59:57, 757 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე - დღეს პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის თავისუფლებისთვის იბრძოლეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ,,დღეს პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის თავისუფლებისთვის იბრძოლეს. განვითარებული მოვლენების ფონზე, კიდევ უფრო მეტად აქტუალურია ოკუპაციის საკითხი, რაც დროებითი მოვლენაა. მინდა გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებიც იბრძვიან მათი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რაც არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საუკეთესო ინტერესებში. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ბათუმში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სკვერში გმირულად დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, ბათუმის მერმა, აჭარის მინისტრთა კაბინეტის და უმაღლესი საბჭოს წევრებმა. ამ დღესთან დაკავშირებით, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, დროშები დაშვებულია აჭარის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)