|
2015-01-06 12:48:12, 2237 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მთარობა ვიზის აღების ელექტრონულ ფორმატს თებერვლის დასაწყისში წარადგენს
„საქართველოს მთარობა ვიზის აღების ელექტრონულ ფორმატს თებერვლის დასაწყისში წარადგენს, რაც ტურისტებისთვის საქართველოში ვიზის მიღების შესაძლებლობებს გაამარტივებს“, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჩოგოვაძემ პრესკონფერენციაზე 2014 წლის საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკურ მონაცემები შეაჯამა. მისი განცხადებით, 2014 წელს საქართველოს 5 493 492 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,9%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს. ამასთან, საქართველოს 2014 წელს წინა წლებთან შედარებით რეკორდული რაოდენობის ტურისტი ეწვია, რადგან საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობიდან 2 218 050 ტურისტია და მათი მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7,4%-ია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)