|
2022-02-21 18:04:24, 557 ნახვა
საზოგადოება
„ჯანმო“-ს მადლობა ქართველ სამედიცინო პერსონალს
„ჯანმო”-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ქართველ სამედიცინო პერსონალს, პანდემიის წინააღმდეგ გაწეული შრომისთვის, მადლობა გადაუხადა. -ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჰანს კლუგემ წერილი და სპეციალური ჯილდო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტოში გამოგზავნა. „აღსანიშნავია, რომ „ჯანმო“-მ 2021 წელი, მსოფლიოში, სამედიცინო პერსონალის საერთაშორისო წლად გამოაცხადა. სწორედ ამ მოვლენის აღსანიშნავად შეიქმნა სპეციალური ჯილდო, რომელიც ქართველმა სამედიცინო პერსონალმა ჰანს კლუგესგან მიიღო. 2021 წელი ძალიან მძიმე იყო როგორც ფიზიკური, ისე მორალური კუთხით ევროპისა და ზოგადად, მთელი მსოფლიოსთვის. COVID-19-ის პანდემია ნამდვილი გამოცდა და წარმოუდგენელი ტვირთი აღმოჩნდა ჩვენი ჯანდაცვის სისტემების, თუ - სამედიცინო პერსონალისთვის“, - ნათქვამია წერილში. ჰანს კლუგეს თქმით, მედპერსონალი თავდაუზოგავად ებრძვის ინფექციას და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს. ამ დროს კი, მათი ჯანმრთელობა, მუდმივად რისკის ქვეშ დგას. „გამოჩენილი ერთგულებისთვის, თავდადებისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის, მინდა ეს ჯილდო, თქვენი სამინისტროს საშუალებით, გადავცე მედპერსონალს. მინდა, გთხოვოთ, სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს მიაწოდოთ ეს ინფორმაცია მათდამი მადლიერებისა და აღიარების ნიშნად“, - აღნიშნულია წერილში.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)