21:28 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-18 12:05:45, 880 ნახვა

ეკონომიკა
ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით „თიბისი“ მეწარმეებს კომპანიის რეგისტრაციის გამარტივებულ გზას სთავაზობს

ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით „თიბისი“ მეწარმეებს კომპანიის რეგისტრაციის გამარტივებულ გზას სთავაზობს. თქვენ უკვე შეგიძლიათ „თიბისის“ 50 ფილიალში დაარეგისტრიროთ კომპანია, რაშიც ბიზნეს გიდი დაგეხმარებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროცესი საკმაოდ მარტივია და ბანკში ერთი ვიზიტით შესაძლებელი ხდება როგორც ბიზნესის დარეგისტრირება, ისე ანგარიშის გახსნა და სხვა ფინანსური თუ არაფინანსური ოპერაციების განხორციელება.

„თიბისის“ ფილიალში მისულ თვითდასაქმებულს თუ კომპანიის წარმომადგენელს, დახვდებათ კვალიფიციური, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული ბიზნეს გიდები, რომელიც დაეხმარებათ კომპანიის რეგისტრაციაში. გარდა ამისა, ბიზნეს გიდი საბანკო და არაფინანსურ პროდუქტებსა თუ პროცესებსაც გააცნობს, რაც მეწარმეებს საკუთარი ბიზნესის უკეთ წარმართვაში და შემდგომ განვითარებაში დაეხმარებათ.

თუკი აქამდე, მეწარმეების დროის დიდი ნაწილი კომპანიის რეგისტრაციაზე, საოპერაციო პროდუქტებზე, სესხებზე და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებას ეთმობოდა, ახლა უკვე ამ ფუნქციას ბიზნეს გიდები შეითავსებენ, რომლებმაც თიბისიში სპეციალური გადამზადება გაიარეს. ეს კი მომხმარებელს მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს“, - ნათქვამია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics