|
2022-02-10 12:48:33, 854 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის IT აკადემია“ ახალგაზრდებს ხელს უწყობს ტექნოლოგიის დარგში ახალ პროფესიებს დაეუფლონ
პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი, ღრუბლოვანი სისტემის ინჟინერი, მონაცემთა მეცნიერი, IT უსაფრთხოების სპეციალისტი, DevOps ინჟინერი — ეს 2022 წლის ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სპეციალობებია მსოფლიოში. ტექნოლოგიური პროფესიებისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება, ზრდადია თავად ტექ-ინდუსტრიაც, თუმცა ბაზარზე პროფესიონალებისადმი მოთხოვნა, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, ჯერ კიდევ მაღალია. "თიბისიმ", როგორც წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ რეგიონში, 2019 წელს IT აკადემია დააფუძნა და მიზნად დაისახა, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, დაეუფლონ თანამედროვე, ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებს ტექნოლოგიების დარგში. სამ წელიწადზე ნაკლებ დროში 200-ზე მეტი კურსდამთავრებული თიბისის გუნდის წევრი გახდა. თამარ დოკვაძე ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი / ასოცირებული პარტნიორია თიბისის საოპერაციო ბიზნესის განვითარების ლიგაში. აკადემიის შესახებ მეგობრისგან შეიტყო, Front-end Development-ზე ისწავლა და თიბისის გუნდს შეუერთდა. თამარი მიიჩნევს, რომ მის კარიერულ წარმატებაში IT აკადემიამ დიდი როლი ითამაშა. “აკადემიის დამსახურებაა მთლიანად ის, რომ მე ამ პოზიციაზე ვარ. აკადემიის დასრულების შემდეგ დავსაქმდი თიბისიში და იქ მიღებულმა ცოდნამ განაპირობა ის, რომ სამუშაო პროცესში უფრო და უფრო განვვითარდი,” - აღნიშნავს ის. თამარი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა მიმართონ საკუთარი რესურსები ტექნოლოგიების მიმართულებით, რადგან იგი დღეს ყველაზე მზარდი და საინტერესო მიმართულებაა, “თიბისის IT აკადემია კი საუკეთესო საშუალებაა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ისწავლო და განავითარო საკუთარი თავი”. 2019 წელს, აკადემიის დაწყებისთანავე, Front-end დეველოპმენტის კურსი გაიარა გიორგი გვალიამ, რომელიც დღეს ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი / ასოცირებული პარტნიორია თიბისის პლატფორმების ლიგაში. კურსის გავლამდე გიორგი ამ სფეროში დასაქმებული არ ყოფილა. სწავლის დასრულებიდან წელიწადნახევარში კი შესაძლებლობა მიეცა, IT აკადემიაში მენტორად დაბრუნებულიყო. „IT აკადემიაში ამჟამად 9 კურსი გვაქვს, რომელიც ბაზარზე სხვაგან არ ისწავლება. 2019 წელს სამი კურსით დავიწყეთ ეს ყველაფერი, დროთა განმავლობაში კი დავამატეთ სხვადასხვა მიმართულება. ჩვენ მომავალში ვგეგმავთ, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ სასწავლო პროგრამები, თუმცა აკადემიის მიზანი - მოამზადოს ახალგაზრდები ყველაზე მოთხოვნად ტექნოლოგიურ მიმართულებებში და გაუხსნას მათ გზა კარიერული წარმატებისკენ უცვლელი რჩება,“ - ამბობს გვანცა მურღვლიანი. გვანცას თქმით, ტექნოლოგიური პროფესიები მომავალში კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება, ამიტომ ახალგაზრდებმა ამ უნარების და ცოდნის განვითარებას დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ, ხოლო ამ პროცესში მათ დახმარებას "თიბისის IT აკადემია" გაუწევს. კურსდამთავრებულები კი აღნიშნავენ, ტექნოლოგებით დაინტერესებული ახალგაზრდები არ უნდა შეუშინდნენ დაბრკოლებებს, რადგან წინ “შესაძლებლობებით და საინტერესო გამოწვევებით სავსე კარიერა ელოდებათ!“
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)