|
2022-02-03 15:22:03, 803 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ვაკის პარკში კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის პარკის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებს გაეცნო. ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის ფარგლებში, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კასკადის აღდგენა, რომელიც, წლებია, ამორტიზირებულია და არ მუშაობს. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, რეაბილიტაციის პროცესში პარკს საბავშვო ატრაქციონები დაემატება. „ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დავასრულეთ, თუმცა მნიშვნელოვანია მეორე ეტაპი - ეს არის ცენტრალური შადრევნისა და კასკადის სრული განახლება და რეაბილიტაცია. ახლა მიმდინარეობს ცენტრალური შადრევნის კეთილმოწყობა და მთლიანად განახლება. შადრევანი უმძიმეს მდგომარეობაში, ფაქტობრივად, უფუნქციოდ იყო. წლის ბოლოსთვის ვაპირებთ სამუშაოების დასრულებას თავისი კასკადით, რომელიც აღდგენილი იქნება პირვანდელი სახით. მთლიანად განათებული, მოწესრიგებული, ახალი ფილებით, სადრენაჟო სისტემით, იზოლაციით. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პროექტი საშვილიშვილო იყოს და ათწლეულებს გაუძლოს. გარდა ამისა, პარალელურად, ითესება ბალახი. მოსახლეობის მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ საბავშვო ატრაქციონები დაგვემატებინა და ამასაც ვითვალისწინებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. კასკადის კონსტრუქცია სრულად განახლდება და აღდგება პირვანდელი სახით, იმავე მასალით, კერძოდ, გრანიტით და ბაზალტით. ამასთან, მთლიანად შეიცვლება და დამონტაჟდება წყალმომარაგების თანამედროვე, ავტომატიზებული სისტემა. კასკადის პროექტირებისას ჩატარდა სამუშაო შეხვედრები, როგორც კასკადის ავტორების ოჯახებთან, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასთან. ადგილზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ მერის მოადგილეები, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)