|
2022-01-05 11:34:46, 780 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, სოლიკო ვირსალაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება
„საქართველოს ბანკი“ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, 14 იანვარს, ეროვნულ გალერეაში, სოლიკო ვირსალაძისადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება. ღონისძიება სოლიკო ვირსალაძის 113 წლისთავს ემთხვევა და ის მხატვრის შემოქმედების ყველაზე ვრცელი გამოფენა იქნება. ღონისძიების მიზანია, უკეთ გააცნოს საზოგადოებას ქართველი მხატვრისა და სცენოგრაფის შემოქმედება და ქართული კულტურული მემკვიდრეობა. პროექტი სოლიკო ვირსალაძის სახელობის ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ სოლიკო ვირსალაძის ნამუშევრების ბოლო გამოფენა საქართველოში 20 წლის წინ ჩატარდა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, ქართველი მხატვრის და სცენოგრაფის 200-მდე ნამუშევარი და მის სახლ-მუზეუმში არსებული საარქივო ნივთები დაათვალიერონ. ასევე, იხილონ კინო-თეატრის, მუზეუმისა და სუხიშვილების არქივის საკუთრებაში არსებული კოსტიუმები. „მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებას. სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებამ თეატრალურ-დეკორატიულ ხელოვნებაში ახალი ეპოქა შექმნა. მისი შემოქმედების დიაპაზონი კი გამორჩეულად ფართოა - როგორც სპექტაკლების და მსოფლიო თეატრების საბალეტო დადგმებისთვის, ასევე ქართული სახელმწიფო ბალეტის ანსამბლისთვის შექმნილი ნამუშევრებით. რეტროსპექტული გამოფენა სტუმრებს სწორედ ამ მრავალფეროვანი შემოქმედების ნახვის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. ვართ ამაყები, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ სოლიკო ვირსალაძის 113 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის ორგანიზატორები. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქართული კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერას”, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ეთერ ირემაძემ.
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)