|
2022-01-01 11:25:54, 1137 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე - არ უნდა შევუშინდეთ სიძნელეებს, სიძნელე მოდის და მიდის, ასევე სიხარული მოდის და მიდის, უნდა ვიყოთ რეალისტები
არ უნდა შევუშინდეთ სიძნელეებს, სიძნელე მოდის და მიდის, ასევე სიხარული მოდის და მიდის, უნდა ვიყოთ რეალისტები, სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდეთ, დავეხმაროთ ერთმანეთს, – აღნიშნავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე საახალწლო მილოცვაში. „ძმანო და დანო, გილოცავთ ახალ წელს. ყოველ ახალ წელიწადს მე გპირდებით თქვენ სიახლეს, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წინაგანჭვრეტა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად, არსებობს სიძნელეები და ჩვენ უნდა გვქონდეს უნარი, რომ დავძლიოთ ეს წინააღმდეგობები. არ უნდა შევუშინდეთ სიძნელეებს, სიძნელე მოდის და მიდის; ასევე, სიხარული მოდის და მიდის. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები, სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ; ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და არა მარტო მატერიალურად, არამედ სიტყვიერადაც. განსაკუთრებით ვლოცავ იმ ადამიანებს, რომელნიც არიან საავადმყოფოში და ციხეებში, გაჭირვებაში. ჩვენი ახალგაზრდობა, ბავშვები უნდა დავლოცოთ. დედისა და მამის მიერ დალოცვილი ბავშვები მართლა ბედნიერი იქნებიან; განსაკუთრებით ვლოცავ ჩემს ნათლულებს, ჩემი ნათლულები უნდა გამოირჩეოდნენ მომავლის რწმენით, სარწმუნოებით, ლოცვით. მომავალი საიმედო უნდა იყოს ჩვენთვის, უნდა გახსოვდეთ, რომ მომავალი ჩვენია, გისურვებთ ჯანმრთელობას პირველ რიგში, ღმერთმა დაგლოცოთ, კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა და მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნისამდე, ამინ“, – აღნიშნა ილია მეორემ.
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)