|
2021-12-31 10:37:58, 3085 ნახვა
საზოგადოება
„ასტრო-მიმოხილვა“ - გაიგეთ, თუ რას გვიმზადებს 2022, ლურჯი ვეფხვის წელი
ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, 2022 წელი ვეფხვის 12 თვიან ახალ ასტროლოგიურ ციკლს დაიწყებს. იმის გამო, რომ 2022 წლის ვეფხვი, წყლის სტიქიას წარმაოდგენს, ხალხი, მეტწილად იღბალს პირად ურთიერთობებსა და საოჯახო ცხოვრებაში იპოვის. ვეფხვის წელში დაბადებულები კი, წარმატებას თავიანთი უდრეკი ხასიათითა და მიზანდასახულობით, კარიერულ ცხოვრებაში აღმოაჩენენ. გთავაზობთ 2022 წლის ზოგად ასტროლოგიურ მიმოხილვას, ჰოროსკოპის ნიშნებისათვის:
უკვე დიდი ხანია, ცხოვრებისგან იმ ყველაფერს ელით, რაც ყველაზე მეტად გინდათ მიიღოთ. ალბათ, ფიქრობთ კიდეც, რომ ბევრი არც არაფერი შეიცვლება, თუმცა ნეგატიურ ფიქრებს არ აჰყვეთ. ეს თქვენი ცხოვრებისეული გამოცდის ის გარდამტეხი ნაწილია, როდესაც სამყარო თავისი მოულოდნელობებით, სადაცაა გაგაოცებთ. ახალი 2022 წელი იქნება პერიოდი, რომელიც საბოლოოდ გადაგიყვანთ ცხოვრების გაცილებით მშვიდ ეტაპზე, რაც თავისთავად, ბედნიერებასაც მოგანიჭებთ.
2021 წელი მთლიანად თქვენზე იყო მომართული. იგი თქვენი თავის შესწავლისა და პირადი სურვილების ამოცნობის პერიოდი გამოდგა. უსწორებთ თუ არა თვალს ამას ცალკე საკითხია, თუმცა დიდი შანსია იმისა, რომ თქვენ პირად ეგოს ახალ სიღრმეებში, უკვე ჩააღწიეთ კიდეც. ახალ წლამდე საჭიროა, საბოლოოდ ჩამოიშოროთ ყვლაფერი ის, რაც თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი არ იქნება. ამით, თქვენსავე ცხოვრებაში ადგილს გაუნთავისუფლებთ იმ ყველაფერს, რისი მოცემაც 2022 წლის ლურჯი ვეფხვის წელს უნდა - სიყვარული, ახალი თავგადასავლები და შესაძლებლობები. თქვენ საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდა გადალახეთ. ახლა უკეთესი მომავლის დროა.
2021 წელი ახალი ინფორმაციის ათვისების, ემოციური, სპირიტულური და ინტელექტუალური სიძლიერის მოპოვებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პერიოდი იყო. ლურჯი ვეფხვის წელი, მოგიტანთ იმას, რასაც რეალურად ფიქრობთ, რომ იმსახურებთ. ცხოვრების ეს კურსი, მომავალში თქვენი პიროვნების უფრო მეტად ზრდაში გამოიხატება. მნიშვნელოვანია პატივი სცეთ თქვენ თავს, რათა მიიღოთ ყველაფერი, რასაც ნამდვილად იმსახურებთ. 2022 წელს, თავს იმაზე მეტად სტაბილურად იგრძნობთ, ვიდრე ეს აქამდე, ოდესმე გიგრძვნიათ.
თითქოს, სამყარო თქვენ წინააღმდეგ მოქმედებს - ამას ალბათ, უკვე დიდიხანია გრძნობთ. თითქოს, როგორი მარტივი და დამყოლია დანებება, თუმცა არა, როგორც მიწის ელემენტის ნიშნები (კურო, ქალწული, თხის რქა), ამას არასდროს იზამთ. ზედმეტად უდრეკი და მიზანდასახული ხასიათი გაქვთ ამისათვის. 2022 წელს, კარმა უკან დაგიბრუნდებათ - რაც ამ ხნის განმავლობაში დათესეთ, სადაცაა მოიმკით კიდეც. მნიშვნელოვანია, რომ საარსებო მინიმუმით არ დაკმაყოფილდეთ, უკეთესობისთვის ბრძოლა გააგრძელოთ და გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად მიუდგეთ. ლურჯი ვეფხვის წელი ცხოვრების ბარაქიანი ეტაპისთვის მოგამზადებთ.
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)