|
2021-12-30 20:24:07, 934 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზოოპარკი - გულით გთხოვთ, თავი შეიკავოთ ფოიერვერკებისა და ასაფეთქებლის სროლისგან
გულით გთხოვთ, განსაკუთრებით, თუ ზოოპარკთან ახლოს ცხოვრობთ, თავი შეიკავოთ ფოიერვერკებისა და ასაფეთქებლის სროლისგან და არ გამოუშვათ მაშხალები ზოოპარკის მიმართულებით. ეს გაუთავებელი ბათქაბუთქი და გრუხუნი პირდაპირი მნიშვნელობით დამღუპველია ჩვენი ცხოველებისთვის“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის ზოოპარკი ავრცელებს. მათივე ცნობით, იმის გარდა, რომ ცხოველებს ხმაურის ეშინიათ და ისტრესებიან, ისინი „გაშმაგებულ სირბილს იწყებენ, რაც ხშირად სავალალოდ მთავრდება“ ხოლმე. „საახალწლოდ ერთი მნიშვნელოვანი სათხოვარი გვაქვს და უმორჩილესად გთხოვთ, გაავრცელოთ, გაითვალისწინოთ და მიაწვდინოთ ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს. ახალი წლის დადგომა ყველას გვიხარია და ამ სიხარულს ყველა სხვადასხვაგვარად გამოვხატავთ, უბრალოდ... გულით გთხოვთ, განსაკუთრებით, თუ ზოოპარკთან ახლოს ცხოვრობთ, თავი შეიკავოთ ფოიერვერკებისა და ასაფეთქებლის სროლისგან და არ გამოუშვათ მაშხალები ზოოპარკის მიმართულებით. ეს გაუთავებელი ბათქაბუთქი და გრუხუნი პირდაპირი მნიშვნელობით დამღუპველია ჩვენი ცხოველებისთვის. გარდა იმისა, რომ ამგვარი უჩვეულო ხმაურის ეშინიათ და საშინლად ისტრესებიან, იწყებენ გაშმაგებულ სირბილს, რაც ხშირად სავალალოდ მთავრდება - შარშან, 31 დეკემბრის ღამეს, ახალშობილ გნუს გაუსკდა გული; ძველით ახალი წლის ღამეს მეორე ახალშობილი გნუც დაგვეღუპა, ასევე გულით. მომენტალური სიკვდილის გარდა არის მეორე პრობლემაც - დაფეთებული ცხოველები ქაოტურად დარბიან და ასკდებიან ღობეებს, ბარიერებს, რა დროსაც სხეულის სერიოზულ დაზიანებებს იღებენ. საახალწლოდ ჩვენი ვეტექიმები წინასწარ იწყებენ მზადებას: 31-ში საღამოს ცხოველებს დამამშვიდებელ პრეპარატებს აძლევენ: ზოგს - აბებს, ზოგსაც ნემსს უკეთებენ. ეს, ცხადია, არ არის გარანტია, რომ ღამე მშვიდად ჩაივლის, მაგრამ მაინც... სხვა არაფერი შეგვიძლია. ზოოპარკის ბინადრებს რომ თავი დავანებოთ, პიროტექნიკა ჩვენ გარშემო მცხოვრებ სხვა ოთხფეხებსა და ფრთოსნებზეც მოქმედებს. განსაკუთრებით უსახლკარო ძაღლებსა და კატებზე, რომლებსაც თავის შეფარების შესაძლებლობა არსად აქვთ. ფრინველებს კი, არ დაიჯერებთ და, უბრალოდ გული უსკდებათ და იხოცებიან. იმედია, გაითვალისწინებთ ამ თხოვნას და ჩვენს უმცროს მეგობრებს უსაფრთხო ახალ წელს აჩუქებთ. გილოცავთ დამდეგს. სიმშვიდესა და ჯანმრთელობას გისურვებთ.გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)