|
2021-12-29 13:18:07, 581 ნახვა
საზოგადოება
საახალწლო გალაკონცერტი - „გვიყვარდეს ერთმანეთი“ 31 დეკემბრის ღამეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება
კახა კალაძემ წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე საახალწლო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, მათ შორის, 31 დეკემბერს დაგეგმილ გალაკონცერტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საახალწლო აქტივობები დედაქალაქში 14 იანვრამდე გაგრძელდება. „კარზე მოგვადგა ახალი წელი და მინდა, გაგაცნოთ 31 დეკემბრის ღამის საახალწლო პროგრამა, კერძოდ, გალაკონცერტი „გვიყვარდეს ერთმანეთი“, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი მოვა და ეს ტელევიზიითაც გადაიცემა. გალაკონცერტის მუსიკალური პროგრამა აგებულია ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ მელოდიებზე. მათ შორის არის საახალწლო თემაზე შექმნილი პოპულარული მუსიკალური ნაწარმოებები. პროექტში ჩართულია სხვადასხვა თაობის და მუსიკალური მიმართულების წარმომადგენლები, რაც ასევე საზოგადოების ფართო ჯგუფების ინტერესებზეა გათვლილი“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, საახალწლო ღონისძიებები 14 იანვრამდე გაგრძელდება საახალწლო სოფელში - როგორც ორბელიანის მოედანზე, ისე დედაენის ბაღში. კახა კალაძემ საახალწლო პროგრამაში ჩართულ მეწარმეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „14 იანვარს საახალწლო სოფელი მასშტაბური კონცერტით დაიხურება. მინდა, მოგმართოთ, თბილად ჩაიცვით და აუცილებლად მობრძანდით თქვენი შვილებით, შვილიშვილებით. ძალიან სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ, დაგეგმილია სხვადასხვა თეატრალური, მუსიკალური წარმოდგენა და ღონისძიება. აქვე, მინდა, მეწარმეებს მადლობა გადავუხადო თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა მათი პროდუქტების პოპულარიზაციისთვის. მეამაყება, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ეს კულტურა შემოიტანა. მე მახსოვს პირველი წელი, როდესაც ეს პირველად გავაკეთეთ, რამხელა სირთულეს წარმოადგენდა საზოგადოების ჩართულობა, თუმცა დღეს სხვა რეალობა გვაქვს. ჩვენ დღეს გვქვს თბილისში ისეთი ადგილი, რომელსაც საახალწლო სოფელი ჰქვია, როგორც ეს ყველა განვითარებულ ქალაქსა და დედაქალაქშია. ეს არის სასიამოვნო გარემო დასვენებისა და განტვირთვისთვის. შეგიძლიათ, მობრძანდეთ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად და გამოიყენოთ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)