04:59 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-28 11:10:15, 843 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკისა“ და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით „იფანი“ ფართოვდება

საქართველოს ბანკისა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, უკვე 20-მდე ქართული კომპანია ჩაერთო მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტში. პროგრამის ფარგლებში კომპანიებმა დარგის ექსპერტებისგან ისეთ საკითხებზე მიიღეს კონსულტაციები, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ანალიტიკა, ახალი გაყიდვების არხების განსაზღვრა და სხვა. ერთ-ერთი ასეთი კომპანია ავეჯისა და კარის საწარმო „იფანი“-ა.

„იფანი“ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს კარისა და ავეჯის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. კომპანია 35-მდე ადამიანს ასაქმებს და ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტული ფასებითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

„საქართველოს ბანკისა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები ექსპორტის მიმართულებით ტრენინგებს დაესწრნენ. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ზურაბ შუბითიძე გვიზიარებს, „იფანის“ სამომავლო გეგმებიც სწორედ ამ მიმართულების გაძლიერებას  უკავშირდება - „აქტიურად ვამუშავებთ საექსპორტო განვითარების საკითხებს  - გვსურს  ვაწარმოოთ ახალი პროდუქცია, რომელიც დამზადებული იქნება ქართული წიფელას ხისგან და ფოკუსირებული საერთაშორისო ბაზრებზე. განვიხილავთ საბავშვო სათამაშოებს და მათთან დაკავშირებულ საახალწლო თუ სხვა ტიპის ნაკეთობებს. პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილება ძალიან ღირებულია „იფანის“ სამომავლო განვითარებისათვის. ტრენინგებზე მიღებული ექსპერტული რჩევები საუკეთესო საექსპორტო პროდუქტებისა და ბაზრების იდენტიფიცირებასა  და არსებული პროდუქციის მეტად დახვეწაში გვეხმარება“, - დასძენს კომპანიის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკისა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების, ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით. ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების, შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას. პროექტი კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ისეთ საკითხებზე ინფორმაცია, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა და სხვ. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics