|
2021-12-24 16:18:39, 605 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ხმალაძე - დასუფთავების მოსაკრებელი მხოლოდ ბიზნესსექტორისთვის და სხვადასხვა დაწესებულებებისთვის იზრდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, დასუფთავების მოსაკრებელი იზრდება იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც მომგებიან საქმიანობას ეწევიან. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ამავდროულად კვების ობიექტებისთვის და სასტუმროებისთვის შემოდის ერთჯერადი, ერთწლიანი 1000 ლარიანი ვაუჩერი, რომლითაც ეს სუბიექტები 1 იანვრიდან ერთი წლის მანძილზე ისარგებლებენ. „დასუფთავების მოსაკრებელი იზრდება მხოლოდ ბიზნესსექტორისთვის, სახელმწიფო დაწესებულებებისთვის, საყოფაცხოვრებო სექტორისთვის კი უცვლელი რჩება. დასუფთავების მიმართულებით მნიშვნელოვან სუბსიდიას ახორციელებს მუნიციპალიტეტი. თუმცა, არ არის სწორი, ბიზნესის მუდმივი სუბსიდირება. შესაბამისად, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მოსაკრებელი იყოს ზუსტად იმდენი, რამდენიც იხარჯება მათი მომსახურების სახით. დღეს მუნიციპალიტეტი, დაახლოებით, 70% დანახარჯებით ემსახურება ბიზნესსექტორის დასუფთავებას. პირდაპირ გეტყვით, იმის ნახევარი არის დარიცხვა ბიზნესსექტორზე, ვიდრე მათი მომსახურებისთვის იხარჯება. ტურისტული ობიექტებისთვის ერთწლიანი ათასლარიანი ვაუჩერი შემოდის. კვების ობიექტები და სასტუმროები შეძლებენ ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული ვაუჩერის დახარჯვას და შემდეგ დაიწყებენ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდას. ეს არის სუბსიდიის სახით, რასაც მუნიციპალიტეტი მათ სასარგებლოდ გამოყოფს“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)