|
2021-12-23 11:56:38, 527 ნახვა
საზოგადოება
მუხიანის მესამე მიკრორაიონის N12 კორპუსთან, ავტოფარეხების ნაცვლად, სკვერი მოეწყო
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მუხიანის მესამე მიკრორაიონის N12 საცხოვრებელ კორპუსთან სკვერი მოეწყო. აღნიშნულ მისამართზე, მოსახლეობის ინიციატივით, 14-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა, გლდანის რაიონის გამგეობამ კი, სკვერი მოაწყო. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონა, მოსასვენებელი პავილიონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები - დაირგო ხეები და დაითესა ბალახი. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, მოიხატა კედლები. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 131 806 ლარი დაიხარჯა. ასევე, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები მოსახლეობის ინიციატივით, გამგეობასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, მოსახლეობა თავის მხრივ, პროექტის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ, სკვერის გაფრთხილებასა და მოვლა-პატრონობაში ჩაერთვება. მემორანდუმების მიზანი გამგეობის მიერ დაგეგმილ პროექტებში მოსახლეობის აქტიური ჩართულობაა. მემორანდუმი ასევე, ემსახურება ცნობიერების ამაღლებას, ვანდალიზმის ფაქტების შემცირებასა და მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობის ზრდას. მსგავსი ტიპის მემორანდუმი გაფორმდება ყველა იმ მისამართზე მცხოვრებ საინიციატივო ჯგუფთან, სადაც რეკრეაციული და გასართობი სივრცეები მოეწყობა. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნო.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)