|
2021-12-23 10:43:29, 422 ნახვა
საზოგადოება
„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” პროგრამის ფარგლებში, სათემო ფორუმი გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, სათემო ფორუმი გაიმართა. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა გახსნეს. უწყების ცნობით, სათემო ფორუმში ათი სამიზნე მუნიციპალიტეტის (ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, გორი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი) მერები, სათემო და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „ფორუმზე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია, თუ როგორი უნდა იყოს მათი კონტრიბუცია კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში გაფართოვდება ჰიდრომეტეოროლოგიური და აგრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელი, განთავსდება 140 სადგური, რაც გააუმჯობესებს მოსალოდნელ სტიქიურ მოვლენებზე დროულ ინფორმირებას “, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. „ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროგრამის განხორციელება. ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ პარტნიორებთან, ვისმენთ მათ პოზიციას და ვსწავლობთ მათგან. პროექტი საქართველოს 11 მდინარის აუზში ხორციელდება და უზრუნველყოფს საქართველოს 100-ზე მეტი მოწყვლადი თემის მედეგობას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფის რისკების მიმართ და იცავს მათ სიცოცხლეს და ხელს უწყობს ეკონომიკურ წინსვლას.“ - აღნიშნა ნიკ ბერესფორდმა. შემაჯამებელ ფორუმზე, მონაწილეებმა განიხილეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეები, რისკები და აღნიშნული მიმართულებებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა სოფლის მეურნეობისთვის; იმსჯელეს მუნიციპალიტეტების მიხედვით რეაგირების გეგმების შემუშავების პროცესზე; მიიღეს ინფორმაცია თემზე დაფუძნებული კატასტროფის რისკის მართვის სტრატეგიის, არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების შესახებ. ფორუმის ფარგლებში გამოვლინდნენ კონკურსების „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ და „შექმენი უსაფრთხო თემი“ გამარჯვებულები. მათ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შემცირების შესახებ წარმოდგენილი პროექტების განსახორციელებლად ფულადი ჯილდო გადაეცათ. პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)