06:21 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-22 10:55:25, 927 ნახვა

ეკონომიკა
სახელმწიფოს და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილ სასათბურე მეურნეობას მწვანილი ექსპორტზე გააქვს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მოქმედი სასათბურე და სამაცივრო მეურნეობა შპს „გეგუთი 2005“ მწვანილის ექსპორტს უკრაინაში, მოლდოვაში, პოლონეთში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ახორციელებს.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიაში „გეგუთი 2005“ წარმოების პროცესის გასაცნობად სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი იმყოფებოდა.

სააგენტოს ცნობით, სასათბურე და სამაცივრო მეურნეობა შპს „გეგუთი 2005“ სოფლის განვითარების სააგენტოსა და აშშ- ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. მეურნეობის შესაქმნელად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტი 150,000 დოლარზე მეტია. 15,000 კვმ-ზე მდებარე სასათბურე მეურნეობაში 50 ადამიანია დასაქმებული. ამჟამად, სათბურში მწვანილის კრეფა და სარეალიზაციოდ მომზადება მიმდინარეობს.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სასათბურე მეურნეობის შექმნისა და განვითარების მიზნობრიობით გაცემული სესხის ოდენობა 106 მლნ ლარს აღემატება, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსება 16 მლნ ლარს აჭარბებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics