|
2021-12-20 12:38:55, 709 ნახვა
საზოგადოება
ოჯახის ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ყოფილი მოადგილე, რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა
ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტს, გარემოს დაცვის სააგენტოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, რამაზ გერლიანს ოჯახის წევრები და ახლობლები ეძებენ. აღნიშნულის შესახებ ისინი Facebook-ზე წერენ და ნომერს ავრცელებენ, ვის უნდა დაუკავშირდეთ იმ შემთხვევისთვის, თუკი რამაზ გერლიანს დაინახავთ. "მეგობრებო, ყველას ძალიან გთხოვთ, გააზიაროთ პოსტი. გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა რამაზ გერლიანი. თუ ვინმე სადმე შეამჩნევთ, ან რაიმე ინფორმაციას ფლობთ, სასწრაფოდ დარეკეთ ნომერზე: 597146522. ბოლოს მანქანა იპოვეს ავჭალის პოლიციის განყოფილებასთან. გადააზიარეთ პოსტი უმორჩილესად გთხოვთ". – წერს ოჯახის ახლობელი. არსებული ინფორმაციით, რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში, 19 დეკემბერს გაუჩინარდა და მისი მანქანა ბოლოს ავჭალის პოლიციის განყოფილებასთან ნახეს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ რამაზ გერლიანმა გუშინ დილით Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შსს-ს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შემოჭრაში დაადანაშაულა. „ამ ნაგავმა პოლიციელმა ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის გამოყენებით მოახერხა, ჩემს კერძო საკუთრებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა. 14 ნოემბერს შეიარაღებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად და ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენე შეურაცხყოფა, განადგურებული ვარ! როგორც ჩანს, პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა პერსონალურ ინფორმაციას, როგორც საპოლიციო სისტემით, ასევე სხვადასხვა საშუალებით, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების შესახებ. სავარაუდოდ, მოქმედებს დავალება/დაკვეთით. საფუძვლიანია ეჭვია, რომ ჩემ მონაცემებს გადაცემდა/ყიდიდა მესამე პირზე (ებზე). არ არის გამორიცხული, რომ ჩემს მიმართ იყენებდა თვალთვალის, მიყურადების და კონტროლის სხვა სისტემებს... დამარცხება გინდოდათ, მე განადგურებული ვარ. დისკრედიტაცია გინდოდათ - ფსკერზე ვარ. ჩემზე ზეგავლენა და მართვა გინდოდათ - ვერ მიიღებთ. კანონი დუმს. ჩემთვის ყველაფერი სულერთია. ისე ვარ, მინდა მეც დავდუმდე, ოღონდ სამუდამოდ“, - წერს რამაზ გერლიანი.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)