|
2021-12-19 17:36:40, 680 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექცია - ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენა ყველა შესაძლო რისკის განსაზღვრის შედეგად მოხდება
საქართველოს შრომის ინსპექციის განცხადებით, ღამის კლუბები ფუნქციონირებას ყველა შესაძლო რისკის განსაზღვრის შემდეგ შეძლებენ. მათივე თქმით, ინსპექციის სამსახურში გაიმართა შეხვედრა სექტორის წარმომადგენლებთან, რის საფუძველზეც, ამ დროისთვის მიღწეულია შეთანხმება. შედეგად, უსაფრთხოების პროტოკოლის, შესაძლო გახსნის პროცედურების, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზისა და მის შეფასებასთან ერთობლიობაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ღამის კლუბების ფუნქციონირება არის შეზღუდული. აღნიშნული სექტორის ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობის მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახურის, ქ.თბილისის მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლობის ჩართულობით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმ წესების დასადგენად, რომელთა დაცვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. აკრძალვის მიუხედავად, ზოგიერთი კლუბის მიერ დაანონსდა რამდენიმე ღონისძიების ჩატერება, რის გამოც შრომის ინსპექციის სამსახურში კვლავ გაიმართა შეხვედრა სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ მოისმინეს ერთმანეთის პოზიციები, იმსჯელეს სექტორის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებულ გზებზე, რის შემდეგაც განხორციელდა დაანონსებული ღონისძიების გაუქმება. მიღწეულია შეთანხმება, რომ მოხდება ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებული უსაფრთხოების პროტოკოლის და შესაძლო გახსნის პროცედურების, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზისა და შეფასებასთან ერთობლიობაში განხილვა, რომლის საფუძველზეც, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება კლუბების ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ყველა შესაძლო რისკის, განსაკუთრებით ახალი, „ომიკრონ“ შტამის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობის და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური უზრუნველყოფის განსაზღვრის შედეგად“, - წერია განცხადებაში.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)