|
2021-12-19 15:50:10, 652 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო: პირველ ქვეით ბრიგადას 29 წელი შეუსრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველმა ქვეითმა ბრიგადამ დაარსებიდან 29 წლის იუბილე აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და პირველი ქვეითი ბრიგადის მიღწევებზე და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ნახსენებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამხედროები საშტატო იარაღითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. „დღესვე, პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დაღუპული კაპრალ ღვთისო თომაშვილის სახელობის სკვერიც გაიხსნა, რის შემდეგაც თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. პირველი ქვეითი ბრიგადის იუბილეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, აღმოსავლეთის სარდალი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - წერია განცხადებაში.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)