|
2021-12-17 18:12:45, 694 ნახვა
საზოგადოება
კლუბ „მტკვარზე“-ს დამფუძნებელი - დღეს ივენთები ჩატადება!
საქართველოს შრომის ინსპექციის განცხადებას კლუბ „მტკვარზე“-ს დამფუძნებელი, ქეთა გაბუნია გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, იმის გამო, რომ აბსოლუტურად ყველა პუნქტი სავენტილაციო სისტემის ტექნიკური მახასიათებლებით დაწყებული, ტევადობისა და შიგნით ოპერირების საკითხებით დამთავრებული, ხელისუფლების წარმომადგენლებთან გავლილი და შეთანხმებულია, დღეს, ივენთები მაინც ჩატარდება. ქეთა გაბუნიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ეს ქმედება, ღამის კლუბების მიზანმიმართული განადგურებისა და გაქრობის მცდელობაა. „2 წლიანი ლოდინის მერე, ძლივს ვიხსნებით. იმის ფონზე, როცა ათასობით ადამიანს კრებენ მოედნებზე საახალწლო ღონისძიებებზე, თურმე კლუბები საფრთხის შემცველი ადგილები ვართ. თვეებია მიდის კვლევები, გახსნის პროტოკოლის შემუშავება, წესების დადგენა და უსაფრთხო ივენთებისთვის მომზადება, რომ უბრალოდ არ გავნადგურდეთ და ახალი წლის პერიოდი მაინც გამოვიყენოთ ოდნავ გონზე მოსასვლელად. აბსოლუტურად ყველა პუნქტი გავლილი და შეთანხმებულია, სავენტილაციო სისტემის ტექნიკური მახასიათებლებით დაწყებული, ტევადობის და შიგნით ოპერირების საკითხებით დამთავრებული. მათ დიდი ხანია იციან რომ 17-18 დეკემბერს ვიხსნებით და ოფიციალურ დასტურს საკოორდინაციო საბჭოსგან ველოდებოდით დღესაც, რადგან წინა 2 გადაიდო, ჯერ მინისტრის გადადგომის და შემდეგ, პრემიერის მივლინების გამო. აი ახლა, საღამოს 6 საათზე ვკითხულობთ ამას. რა არის ეს, თუ არა მიზანმიმართული განადგურება და უბრალოდ, ჩვენი გაქრობის მცდელობა. დღეს ჩატარდება ივენთები!!!“, - წერს ქეთა გაბუნია, თავის „ფეისბუკ“ გვერდზე.
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - მოვუწოდებთ შსს-ს, სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე გახშირებული თავდასხმები და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს
კალაძე - აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას
კახი კალაძე რუსი ბლოგერებისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)