|
2021-12-15 14:51:03, 985 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსხურმა „შრომის ლექსიკონის“ შედეგების პრეზენტაცია გამართა
შრომის ინსპექციის სამსხურმა „შრომის ლექსიკონის“ შედეგების პრეზენტაცია გამართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საინფორმაციო კამპანიის მიზანი განახლებული შრომის კოდექსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. „შრომის ლექსიკონი“ განმარტავს შრომით უფლებებთან დაკავშირებულ ტერმინებს და აცნობს დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს მათ უფლება-მოვალეობებს. კამპანია ასევე უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის საქმიანობისა და როლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ხელს უწყობს შრომით კულტურაში ახალი სტანდარტების დამკვიდრებას. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვიდეო რგოლები და პოსტერები შემდეგი თემატიკის ირგვლივ: არადისკრიმინაციული გარემო სამუშაო ადგილზე, სექსუალური შევიწროებისგან დაცვა, გონივრული მისადაგების პრინციპი, შრომითი ხელშეკრულება, სტაჟირება, სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაო, დეკრეტული შვებულება და თანამშრომლობა დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქისთვის შექმნილი იყოს ჯანმრთელი შრომითი გარემო და პირობები. ასევე საჭიროა ჩვენი მოქალაქეების იმ ფუნდამენტური უფლებების დაცვა, რომელიც მათ დასაქმებაზე გადის, რადგან მხოლოდ დაცული შრომითი უფლებების მქონე მოქალაქეს შეუძლია შექმნას ის დოვლათი და სიკეთე ეკონომიკაში, რომელიც აისახება თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია და მომზადებული მასალები Facebook, LinkedIn და Instagram გვერდებზეა განთავსებული. აქვეა შესაძლებელი მომხმარებელმა პირადი შეტყობინების სახით შეკითხვები დაუსვას იურისტებს და მიიღოს კვალიფიციური, ამომწურავი ინფორმაცია შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, დონორი ორგანიზაციებისა და “საქართველოს პროგრესული ფორუმის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საინფორმაციო კამპანია „შრომის ლექსიკონი“ „საქართველოს პროგრესული ფორუმის“ ინციატივითა და USAID-ის, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, სოლიდარობის ცენტრისა და ნორვეგიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)