|
2021-12-13 16:20:28, 688 ნახვა
საზოგადოება
სუპერძალა ზრუნვაშია
იცოდით, რომ სუპერგმირობას ორმაგი ეფექტი აქვს?! - ერთი, როდესაც სიკეთეს გასცემ და მეორე, როდესაც ზრუნვისგან მიღებული სიამოვნება ბედნიერებას თავად განიჭებთ. სხვანაირად ვერც იქნება, როდესაც იცი რომ 9 წლის მათეს, პატარა მარიამს ან ლიზას საოცნებო ნატვრას აუსრულებ. ბავშვების გასაცნობად 2020 წელს სოციალური საქველმოქმედო პლატფორმა - www.supergmiri.ge შეიქმნა და ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვთ სოციალურად დაუცველ და სიდუხჭირეში მცხოვრებ ბავშვებს ყოველდღიურობა გაუფერადონ, პირდაპირი მნიშვნელობით სუპერგმირებად აქცევს. „ჩვენ დავდივართ მთელ საქართველოში და ვეძებთ ბავშვებს, ვისაც სუპერგმირებთან მეგობრობა უნდათ. ვისმენთ მათ ისტორიებს, ვუღებთ ფოტოებს და ჩვენი პლატფორმის მეშვეობით მათ ხმას სუპერგმირებს ვაწვდენთ. სუპერგმირს ყოველთვიური ამანათის გაგზავნის გარდა, ასევე შეუძლია ბავშვის მეგობარი/მენტორი გახდეს, პერიოდულად გაატაროს მასთან ერთად დრო, გაუზიაროს გამოცდილება, დაეხმაროს ინტერესების გაღვივებასა და მიზნების მიღწევაში, ეთამაშოს და ერთად შეასრულონ საინტერესო მისიები, - გვიყვება „სუპერგმირის“ პროექტის მენეჯერი, მარიამ წერეთელი. ბენეფიციარის პლატფორმაზე განთავსებისთანავე წამზომი ირთვება. ყველა ბავშვი დღეებს ითვლის - სანამ მის ცხოვრებაში ნამდვილი სუპერგმირი გამოჩნდება. პლატფორმაზე წაიკითხავთ პატარების, სურვილების, მიზნების და ოცნებების შესახებ. ინტერესთა კვეთის შემთხვევაში სუპერგმირი თავად ირჩევს ბენეფიციარს და მეგობრობაც იწყება. „თვეში ერთხელ ბავშვებს ვუგზავნით სასაჩუქრე ყუთს, რომელშიც მოთავსებულია როგორც საკვები, ასევე ასაკის, ინტერესებისა და სურვილების შესაბამისი წიგნები, სათამაშოები და სხვადასხვა ნივთები. შესაძლებელია თანხა მეგობრებმაც გაინაწილონ და რამდენიმე ადამიანმა გააერთიანოს ძალები“ - „სუპერგმირის“ პროექტის მენეჯერი, მარიამ წერეთელი. 271 ბავშვს პირადი სუპერგმირი უკვე ჰყავს. თუმცა მოლოდინის რეჟიმში კიდევ ბევრი პატარაა. მათ აღმოჩენაში ახლა პლატფორმა tegeta.care დაგეხმარებათ. ზრუნვისა და მხარდაჭერის სურვილით, სუპერგმირი და თეგეტა ჰოლდინგი თანამოაზრეები აღმოჩნდნენ, ერთად გადაწყვიტეს, რომ ეს წელი ყველასათვის ჯადოსნური უნდა გახდეს. „თეგეტასტან ურთიერთობა სულ ახლახანს დავიწყეთ. მას შემდეგ, რაც ზრუნვის პლატფორმა ამოქმედდა. რადგან თეგეტა მსხვილი კომპანიაა და სოციალური მიმართულებით ძალიან დიდი სიტყვა ეთქმის - სუპერგმირისთვის ბევრი სიკეთის მომტანი იქნება. თეგეტას გუნდის წევრები ასევე პოტენციური სუპერგმირები არიან და ყველა მონაწილე პირი, ვინც ზრუნვის ფარგლებში კონკრეტულ დონაციას გაიღებს შესაძლოა მუდმივ სუპერგმირად მოგვევლინოს“, - ამბობს „სუპერგმირის“ დამფუძნებელი, მარიტა გენებაშვილი.
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)