|
2021-12-13 11:08:50, 578 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ბორჯომში კოტეჯი „Mitarbi Silence“ გაიხსნა
„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ბორჯომში, სოფელ მიტარბში, კოტეჯი “Mitarbi Silence” გაიხსნა. პროექტის მხარდაჭერის მიზნით საქართველოს ბანკმა 38,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. გარდა იმისა, რომ “Mitarbi Silence”-ი ულამაზესი ხედებით გამოირჩევა, აქ მოსულ სტუმრებს კომფორტისთვის და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ყველა საჭირო ინვენტარი დახვდებათ, მათ შორის: წიგნები, ვიდეო თამაშები, პროექტორები, ტელესკოპი და სხვა. „საქართველოს ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ წარმატებით გავხსენით პირველი კოტეჯი და სულ მალე, დამატებით 2 კოტეჯიდან კიდევ უფრო მეტი სტუმრის მიღებას შევძლებთ. 3-ივე კოტეჯი ჯამში 16 სტუმრის მიღებას უზრუნველყოფს, თუმცა აქ არ ვჩერდებით და ვგეგმავთ კიდევ უფრო გავფართოვდეთ. ჩვენ ორიენტირებული ვართ, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ დამსვენებლებს, ამიტომ ვგეგმავთ უახლოეს მომავალში მათ სამთო ტურებიც შევთავაზოთ, როგორც საფეხმავლო, ასევე ცხენებისა და კვადროციკლის გამოყენებით“, - აღნიშნავს სასტუმროს დამფუძნებელი, დავით ხვედელიძე. „მოხარული ვართ, კიდევ ერთ ადგილობრივ წამოწყებას დავუჭიროთ მხარი. გვჯერა, რომ ისეთი პროექტები, როგორიცაა “Mitarbi Silence”, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ეს კი საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ბიზნეს გარემოზე და ქვეყნის ეკონომიკაზე“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)