|
2021-12-09 12:30:44, 489 ნახვა
საზოგადოება
სომხეთის პოლიციის დელეგაციის წევრები საპატრულო პოლიციაში გატარებულ რეფორმებს გაეცნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსი - ვაჰე ღაზარიანი დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - ვაჟა სირაძემ უმასპინძლეს. - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცლეებს. უწყების ცნობით, ვაჟა სირაძემ სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს და დელეგაციის წევრებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობა, განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო. მათივე ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა სტუმრებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების ავტომობილები და აღჭურვილობა დაათვალიერებინა. სომეხმა სამართალდამცველებმა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრიც მოინახულეს, სადაც იმ სერვისებს გაეცნენ, რომელთა მიღებაც მოქალაქეებს „ერთი სარკმლის პრინციპით“ შეუძლიათ. ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსი და დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს და შსს-ს აკადემიას ეწვევიან.
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
ირაკლი კირცხალია - გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის მაგალითია იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების სია, მათ შორის არიან სუხიშვილები, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე
სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)