|
2021-12-03 17:13:32, 1575 ნახვა
საზოგადოება
GITA - ს მხარდაჭერით, DataFest Tbilisi 2021 ჰიბრიდული ფორმატით ბრუნდება
ოთხი წარმატებული გამოშვების შემდეგ, GITA - ს მხარდაჭერით, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდი ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi ჰიბრიდული ფორმატით ბრუნდება, რომელიც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, ფესტივალს დაესწრონ, სურვილის შესაბამისად, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში. DataFest Tbilisi 2021 შეკრებს მონაცემებზე მომუშავე პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან - ერთმანეთისთვის გამოცდილების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. ტრადიციული სამი დღის ნაცვლად, DataFest Tbilisi წელს ხუთ დღეს გაგრძელდება და 7-11 დეკემბერს ჩატარდება. ფესტივალი გააერთიანებს ინსპირაციულ გამოსვლებს, ვორქშოფებსა და დატატონებს. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში DataFest Tbilisi-ზე საკუთარი ცოდნა და გამოცდილება აუდიტორიას მსოფლიო დონის 150-ზე მეტმა სპიკერმა გაუზიარა. ფესტივალი წელსაც არ არღვევს ამ ტრადიციას და მასპინძლობს ისეთ გამორჩეილ სპიკერებსა და ტრენერებს, როგორებიც არიან: ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემთა ჟურნალისტი - შანა ჯონსი, Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის კონტრაქტორი - შოთა ელკანიშვილი, ნეიროინფორმატიკის ინსტიტუტის მკვლევარი - არსლან გაბდულხაკოვი, საქართველოს ბანკის წამყვანი მონაცემთა მეცნიერი - ნიკა მამისაშვილი და სხვა. ფესტივალის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაცია მკაცრად იქნება დაცული. აქედან გამომდინარე მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ადამიანი შეძლებს ფესტივალზე დასწრებას ფიზიკურ სივრცეში. დანარჩენი მონაწილეები კი ფესტივალს ონლაინ შეუერთდებიან. ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ბმულს: tkt.ge/DataFest ფესტივალის ორგანიზატორია მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია ფორსეტი. ღონისძიების პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, გრანთ თორნთონი, ევროკავშირი საქართველოსთვის, Eastern Partnership Civil Society Facility, UNDP Accelerator Labs და თბილისის მერია. ფესტივალის მხარდამჭერები: დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (NED), ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP), საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), Terminal, Zinc Network.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)